პირობები
სპეციალური ოპერაციების ძალები
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის
2022 წელს, სპეციალური ოპერაცების ძალები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის გავლას სთავაზობს 18-30 წლის სამოქალაქო პირებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები და გახდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები.
კურსის მიმოხილვა
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა 2022 წლის გაზაფხულზე ატარებს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის. 18-30 წლის ასაკის სამოქალაქო პირები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებული სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გაივლიან საკონტრაქტო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამას, რომელიც მოიცავს 8 კვირას. იმისათვის, რომ ჩაირიცხონ BCT-ის კურსზე, მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი, ასევე გაიარონ სამხედრო სამედიცინო კომისია. BCT-ის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შერჩეულ კურსანტებს საშუალება ექნებათ გაიარონ რეინჯერის, საპარაშუტო, სპეციალური დანიშნულების კურსები და იმსახურონ სპეციალური ოპერაციების ძალებში. პირადი შენადგენლობა, რომელიც ვერ გაივლის (შეწყვიტავს რაიმე მიზეზით) რეინჯერის მომზადების კურსს, დაბრუნდება იმ ქვედანაყოფში სადაც ის იყო დანიშნული თავდაცვის ძალების მასშტაბით.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევბს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში:
- ტაქტიკური მომზადება;
- სამხედრო-საინჟინრო მომზადება;
- მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;
- ზოგადი საკითხები;
- ფიზიკური მომზადება;
- სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
- საერთო-საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
- სამწყობრო მომზადება;
- კავშირგაბმულობა;
- საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
- სამხედრო ტოპოგრაფია.
კურსზე ჩარიცხვა
საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
- ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
- გასაწვევი პირის განცხადება;
- ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
- დაბადების მოწმობის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
- ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
- შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
- ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
- მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული);
- ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (MMR- წითელა, წითურა, ყბაყურა: TD-ტეტანუსი-დიფტერია);
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
- ცნობა ნასამართლობის შესახებ;
- ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
- შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- მიღებული სერტიფიკატის ასლი;
- სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
- ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).
BCT-ის კურსზე მისაღები კანდიდატების რეგისტრაციისა და საბუთების მიღებასთან დაკავშირებულ შეკითხებით შეგიძლიათ მიმართოთ:
- ქ. თბილისი. ეროვნული გვარდია. გორგასლის ქუჩა N89. T 595 05 06 73. 752644;
- ქ. გორი. ცხინვალის გზატკეცილი მე-2. T 591 24 25 30
- ქ. თელავი. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა. თამარის ქუჩა N36. T 591 17 55 03. 577 19 58 26;
- ქ. სენაკი. II ქვეითი ბრიგადა. ცხინვალის გზატკეცილი;
- ქ. ქუთაისი. ფელიქს ვარლამიშვილის N52. T 591 16 60 70;
- ქ. ბათუმი. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა. ადლიის ქუჩა N76. T 577 19 73 05. 591 17 55 14 ;
- მუხროვანი. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი T 577 39 50 59.
- ქ. თბილისი. სპეციალური ოპერაციების ძალები. ვაშლიჯვარი T 574 46 66 44;
- ქ. ქობულეთი. სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი) T 577 19 49 13;
რეგისტრაციის შემდეგ, მსმენელი ინფორმირებული იქნება BCT-ის კურსის გასავლელად სად და როდის უნდა გამოცხადდეს და თან რა უნდა იქონიოს.
რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები
რეინჯერის მომზადების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 18 კვირას და მისი ჩატარება დაგეგმილია 2022 წელს. 2022 წელს რეინჯერის კურსზე მიიღებიან 18 - 30 წლის ასაკის თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,A ვარგისია” კატეგორიას. რეინჯერის მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო კრიტერიუმებს (კურსის დაწყებამდე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში და უნარ-ჩვევებში). რეინჯერის კურსის დასრულების შემდეგ პირადი შემადგენლობა გაივლის საპარაშუტო მომზადების კურსს და სწავლას გააგრძელებს სპეციალური დანიშნულების კურსზე.
წარმატებული კურსანტები გახდებიან რჩეული სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით. მომავალში მათ შეასაძლებლობა ექნებათ გაიარონ მებრძოლი მყვინთავის კურსი, სნაიპერთა მომზადების კურსი და პირადი დაცვის კურსები.
ანაზღაურება და სოციალური მხარდაჭერა
- საწყისი დარიცხული ხელფასი 1207 ლარი;
- რეინჯერის კურსის გავლის შემდეგ დანამატი 250 ლარი;
- რეინჯერის და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ დანამატი 450 ლარი;
- ოფიცერს 5 წლის და სერჟანტს 8 წლის მსახურის შემდეგ სპეციალური დანიშნულების კურსის დანამატი (450 ლარი) უნარჩუნდება თავდაცვის ძალების მასშტაბით;
- სამხედრო საკონრტაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით;
- დამატებით მეორე და ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჯარისკაცი ერთჯერადად ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს;
- სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილი იქნება:
- თანამედროვე აღჭურვილობით;
- მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით;
- ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
- სამსახურის ადგილებში გადანაწილების დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპები ჯარისკაცის საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
კონტაქტი: T 577 39 50 59.